„ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე- ორშაბათი, როგორც წესი კვირის განმავლობაში შესასრულებელი აქტივობების დასახვით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, ასევე 03 დეკემბერთან კავშირში, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე, დაიგეგმა ტრენინგი/საინფორმაციო შეხვედრა სკოლის ბაზაზე მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად. მიმდინარე კვირაში გაგრძელდება მუშაობა რუბრიკაზე “სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან„ გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა რუბრიკის ფარგლებში რუბრიკის შესაბამისი პროფესიებისა და სტუმრების მოსაფიქრებლად, დასაგეგმია ასევე გზა, რომლითაც ფართო აუდიტორია ინტერვიუს აუდიო ჩანაწერებსა თუ ბეჭდურ ვერსიებს გაეცნობიან, თავისთავად ცხადი ჯერ მხოლოდ ისაა, რომ ინტერვიუებს/შეხვედრებს კლუბის წევრები გაუძღვებიან. ერთ-ერთ პირველ აქტივობად შესაძლოა ემზარი გოზალიშვილის მეორადი ნივთებისგან შექმნილ „ემზი-ლენდში“ სტუმრობა დაიგეგმოს.
ასევე ეკა ხითარიშვილმა გუნდს გააცნო ინიციატივა რომელსაც თავადვე გაუძღვება, როგორც პროექტის ავტორი ე.წ საავტორო სტატიების სერია“ ჩემი კუთხის ისტორია“.
ამავე კვირაში მე-9 კლასის აქტიური ჩართულობითა და მათ დამრიგებელთან - ეთერ გოგოლაძესთან თანამშრომლობით ქალაქ ვალის იუსტიციის სახლის ბაზაზე იგეგმება ფართო აუდიტორიისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო შეხვედრის გამართვა სახელწოდებით „ ტყის ქომაგი“.
კვირის ბოლოს კი კლუბი ასევე უნდა ჩაერთოს მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დაანონსებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში.
წარმატებები ბავშვებო!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий