16.12.2019 „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე- ორშაბათი, როგორც ყოველთვის კვირის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და განსახორციელებელის ანალიზით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, (თუმცა ამ კვირაში ერთის ნაცვლად 3 სტატია დაიწერა) ასევე ეკა ხითარიშვილი კვლავ გეგმავს ე. წ საავტორო რუბრიკისთვის "ჩემი კუთხის ისტორი" - ის ფარგლებში კიდევ ერთი სტატის მომზადებას და შესაბამის ბლოგზე განთავსებას. 17 დეკემბერს ეკო-vision-ის წევრებმა დაგეგმეს, რომ ჩაატარონ ვორქშოფი, რომელიც ითვალისწინებს, სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ნარჩენებისაგან საახალწლო ნივთების გაკეთებას, რითაც მოსწავლეები დაეხმარებიან როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ასევე გარემოს, რომელსაც კიდევ ერთხელ შეუმსუბუქებენ ტვირთს ნარჩენებისაგან. ეკო-vision-ის წევრებმა, სკოლის მოსწავლეების ჩრთულობით დაგეგმეს ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სკოლაში შექმნიან საახალწლო განწყობას, კერძოდ მორთავენ ჰოლს და საახალწლო ნაძვისხეს.ამასთანავე მათ დაგეგმეს, რომ ჩაატარონ კვლევა ქუჩის (მაწანწალა) ძაღლებზე რადგან მათ სურთ გამოიკვლიონ უქმნიან თუ არა მაწანწალა ძაღლები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს. გარდა ამისა ამ კვირაში გაგრძელდება კვლავ მათი რუბრიკა "სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან", ამჯერად ადგილობრივ მეფუტკრესთან წარმატებები ბავშვებო!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий