მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
10.02.2020
„ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე - ორშაბათი, როგორც ყოველთვის კვირის სამოქმედო გეგმის დასახვით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, ასევე ეკა ხითარიშვილი კვლავ განაგრძობს სტატიების წერას ე. წ საავტორო სტატიების სერიის "ჩემი კუთხის ისტორი" - ის შესახებ.
ეკო-vision-ის წევრმა გვანცა ათენაშვილმა 11 თებერვალს უნდა ჩატაროს ტრენინგი დაცული ტერიტორიების შესახებ და ლუბა სამარჯიშვილმა - 12 თებერვალს ნარჩენების გადამუშავებაზე. მისი მიზანია, ბავშვებს გააცნოს, რომ ნარჩენებისგან შეიძლება შეიქმნას რაიმე ახალი და განსაკუთრებული ნივთი.
ეკო-vision-ის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ დღესდღეობით აქტუალურ თემაზე კორონა ვირუსზე გააკეთონ პრეზენტაცია და ანა დემეტრაძე 15 თებერვალს მათ გააცნობს დაწვრილებით ინფორმაციას ამ ვირუსის შესახებ და იმის შესახებ თუ როგორ და რა გზებით უნდა ავიცილოთ ეს ვირუსი თავიდან.
ასევე ,, ეკო-vision" -ის წევრები აქტიურად აგრძელებენ ვიდეოს გადაღებას მათ მიერ შექმნილი youtube არხისთვის.
აგრეთვე ეკო-vision-ის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ესტუმრონ სამცხე-ჯავახეთში არსებულ კოლეჯს (,,ოპიზარი“), სადაც ისინი გაიცნობენ მეცხოველეობის დარგებს და გაიგებენ უფრო მეტს ზოოვეტერინარიასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა ამ კვირაში გაგრძელდება კვლავ მათი რუბრიკა "სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან", ამჯერად კი მოსწავლეები ესტუმრებიან ციცინო ჩიტაშვილს, რომელსაც არაერთი, ძალიან საყვარელი ცხოველი ჰყავს.
ასევე ეკო-vision-ის წევრებმა დაამთავრეს გამოკითხვის კვების ობიექტების შესახებ და ამჯერად კი ისინი შაჯამებენ მათ მიერ ჩატარებულ კვლევას.
აგრეთვე ეკო-vision-ის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ კვლევების ჩატარება მნიშვნელოვან თემებზე. ამჯერად კი ისინი ესტუმრებიან წყლის ლაბორატორიას, სადაც შეეცდებიან დაადგინონბ ჩვენს თემში არსებული წყლის ვარგისიანობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий