26.11.2019 წ.
სამშაბათი დღე
-არატრადიციული დღე შეკრების ორგანიზებისათვის , მაგრამ მაინც...
კლუბის წევრებს ყველაზე დატვირთული კვირა ელოდებათ არსებობის ისტორიაში: კლასების დამრიგებლებთან თანამშრომლობით, კლუბის წევრების ჩართულობით რამდენიმე კლასში, პარალელურ რეჟიმში, დაიგეგმა აქტივობები სადამრიგებლო საათის ფარგლებში ისეთ აქტუალურ თემებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სკოლაში უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს უზრუნველსაყოფად:
1. სხვას ვექცევით ისე, როგორც გვსურს მოგვექცნენ (მე-8 კლ.)
2. ბულინგის რაობა (მე-7 კლ.)
3. მეგობრობა (მე-3 კლ.);
27 ნოემბერს კლუბის წევრების თხოვნით სკოლის დირექციამ სკოლაში მაკულატურის ჩამბარებელი კომპანიის წარმომადგენლები მოიწვია და იგეგმება არამხოლოდ სკოლის მასშტაბით შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება, არამედ მეზობელი არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც აღნიშნულ პროცესში. შემოქმედთა კლუბი ამავე დღეს მართავს მელანო სართანიას შემოქმედებით საღამოს სახელწოდებით „ალისფერი წვიმა“;
28 ნოემბერს ასევე დაგეგმილია ნახატების გამოფენა თემაზე " დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც ეკო-vision “-ის კლუბის წევრების გარდა სკოლაში არსებული შემოქმედთა კლუბის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. და ასევე მეზობელი სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე მიმართული საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებრივ ცენტრში.
ვნახოთ რა გამოვა....
Комментариев нет:
Отправить комментарий