17.02.2020

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
17.02.2020 ორშაბათი- „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე, როგორც ყოველთვის კვირის სამოქმედო გეგმის დასახვით დაიწყო. ამჯერად შეხვედრას სკოლის დირექცია და ის პედაგოგებიც დაესწრნენ ვისი ჩართულობაც პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, ასევე ეკა ხითარიშვილი კვლავ განაგრძობს ე. წ საავტორო სტატიების სერიას "ჩემი კუთხის ისტორი". ასევე გეგმის შესაბამისად სკოლაში ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ეკო-vision-ის წევრმა სალომე მღებრიშვილმა 19 თებერვალს უნდა გააკეთოს პრეზენტაცია წითელ წიგნზე, აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ წითელი წიგნის დანიშნულებაზე და ამასთანავე ამ წიგნში შეყვანილი გადაშენების პირას მისული ცხოველების შესახებ. კლუბ ,,ეკო-vision,,-ის ლიდერის გადაწყვეტილებით სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება შემეცნებითი და გასართობი აქტივობები კონკურსის სახით, სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით. ასევე ეკო-vision-ის წევრები აქტიურად აგრძელებენ ვიდეო რგოლების გადაღებას მათ მიერ შექმნილი youtube არხზე განთავსების მიზნით. გარდა აღნიშნულისა კვირის განმავლობაში იგეგმება ასევე თითოეულ მიზანზე (სულ 17 მიზანი) შესაბამისი მასშტაბური და თემატური ღონისძიების დაგეგმვა, რაშიც სასკოლო თემის ჩართულობაც მოიაზრება.
წარმატებები ყველაზე მიზანდასახულ კლუბს!!!
წარმატებული კვირა ბავშვებო!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий