20.01.20

20.01.20 „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე- ორშაბათი, როგორც ყოველთვის კვირის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და განსახორციელებელის ანალიზით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, ასევე ეკა ხითარიშვილი კვლავ გეგმავს ე. წ საავტორო რუბრიკისთვის "ჩემი კუთხის ისტორი" - ის ფარგლებში კიდევ ერთი სტატის მომზადებას და შესაბამის ბლოგზე განთავსებას. 23 იანვარს ,,ეკო-vision"-ის წევრებმა დაგეგმეს, რომ ჩაატარონ დაპირებული შეხვედრა ტოპონიმიაზე, თემაზე,რომელზედაც კლუბის წევრ ემზარ გოზალიშვილს უკვე დაწერილი აქვს სტატია, ამასთან ერთად კლუბის წევრებმა შექმნეს საკუთარი არხი Youtube - ზე , რომელსაც ჯგუფის სახელი „ეკო-vision” დაარქვეს, სადაც უკვე განათავსეს პირველი ვიდეო თემაზე ,,ეკო-არტი". ანალოგიურ ვიდეოებს ყოველკვირეულად შესთავაზებენ მაყურებელს.კლუბის წევრები ასევე ქმნიან პირად ბლოგებს,რომელზედაც დებენ საკუთარი ავტორობით სტატიებს. ამ კვირაში გაგრძელდება კვლავ მათი რუბრიკა "სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან", ამჯერად ადგილობრივ მეფერმესთან (მეკურდღლესთან).
წარმატებები ბავშვებო!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий