მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
24.02.2020
ორშაბათი - „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე, როგორც ყოველთვის კვირის სამოქმედო გეგმის დასახვით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში ისევ უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, რაც როგორც წესი ყოველთვის გადაჭარბებით სრულდება ხოლმე. ასევე ეკა ხითარიშვილს უკვე ორი ე. წ საავტორო სტატია აქვს მოსამზადებელი სერიის "ჩემი კუთხის ისტორიი,,-ს ფარგლებში, რადგან გასულ კვირაში ობიექტური მიზეზით რუბრიკა ,,ჩავარდა,, . მიმდინარე კვირაში სკოლაში გარემოსდაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით ,,ეკო-vision"-ის წევრები თემატურ პრეზენტაციებს გააკეთებენ სკოლის მოსწავლეებთან თემებზე:,,ანტიბიოტიკიები,, ,,დედამიწა,, ,,თამბაქო მავნებელია,, და ა.შ. ასევე კლუბ ,,ეკო-vision,,-ის წევრები კვლავ აგრძელებენ მზადებას დაწყებითი კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ვიქტორინა ,,ეკო-სკოლა,,-ს ჩატარებისთვის და ვიდეორგოლების ჩაწერისთვის ემზადებიან პატარების მონაწილეობით. რომელიც მიზნად სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაზრდას ემსახურება. ,,ეკო-vision"-ის წევრები აქტიურად აგრძელებენ ვიდეო რგოლების გადაღებას მათ მიერ შექმნილი youtube არხზე განთავსების მიზნით.ამჯერად კი ეკა ხითარიშვილი ინტერვიუს ჩაწერს სკოლის დირექტორთან გვანცა გოგოლაძესთან. ,,ეკო-visioni" 25 თებერვალთან დაკავშირებით ასევე გეგმავს ღონისძიებას სახელწოდებით:"25 თებერვალი და იუნკერები-ისტორია, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს" ღონისძიებაზე მესამე საჯაროს, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეების დაპატიჟებაც იგეგმება. წარმატებები ყველაზე მიზანდასახულ კლუბს!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий