27.01.12

27.01.12
 „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე- ორშაბათი, როგორც ყოველთვის  კვირის სამოქმედო გეგმის  დასახვით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, ასევე ეკა ხითარიშვილი კვლავ განაგრძობს სტატიების წერას  ე. წ საავტორო სტატიების სერიის  "ჩემი კუთხის ისტორი" - ის შესახებ.
   ამასთანავე ,,ეკო-vision"-ის წევრებმა დაგეგმეს რომ ჩატარონ ტრენინგები, სკოლის მოსწავლეებთან. 29 იანვარს გვანცა ათენაშვილი გააკეთებს პრეზენტაციას ნიკო კეცხოველის იუბილესთან დაკავშირებით და 30 იანვარს ნინო დარბაზოვი ალბინიზმის შესახებ.
      ,,ეკო-vision"-ის წევრები აქტიურად აგრძელებენ youtube არხისთვის ვიდეოების ჩაწერას მნიშვნელოვან თემებზე და  მათ დაგეგმეს, რომ ამ კვირაში ეკო-vision-ის წევრი ვერიკო მანველიშვილი გადაიღებს ვიდეოს თემაზე:"მოხეტიალე ვარსკვლავები"
   ამასთანავე ,,ეკო-vision"-ის წევრებმა დაიწყეს კვლევის ჩატარება თემში არსებული კვების ობიექტების შესახებ, მათი მიზანია გაიგონ უფრე მეტი მათი საქმიანობის შესახებ თუ რა სახის პროდუქტს აწარმოებენ, რამდენი ხანია მუშაობს ეს დაწესებულება და ა. შ
 გარდა ამისა ამ კვირაში გაგრძელდება კვლავ მათი რუბრიკა "სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან".
წარმატებები ბავშვებო!!!
  

Комментариев нет:

Отправить комментарий